Sunday, 16 June 2019

ჩემი მასწავლებლობის ისტორია

დაიბადე 1978 წლის 19 აგვისტოსქალაქ გორში,  მასწავლებლის ოჯახშიდედა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყოხოლო ბებია დაწყებითი კლასებისბავშვობა 6 წლამდე  საავადმყოფოს კედლებში გავატარე და 2-3 წლის ბავშვი უკვე ჯიუტად ვამბობდი ,,ლამარა ექიმიუნდა გამოვიდე მეთქი. ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან მახსოვს როგორ დიდი სიყვარულით საუბრობდა დედა თავის მოსწავლეების მიღწევებსა და სკოლაზესადაც დილაუთენია მიდიოდა და საკმაოდ გვიან ბრუნდებოდასოფლად ვცხოვრობდითჩვენი სოფლიდან ქალაქში უნდა გასულიყო და იქიდან კიდევ სხვა სოფელშირომ იმ სკოლაში მისულიყოსადაც მუშაობდაასე გრძელდებოდა 13 წელივიდრე ჩვენს სოფელში არ გამოცხადდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიასწორედ ამიტომ ბებომ იტვირთა მე და ჩემი დის განათლების საქმე და აქტიურად გვეხმარებოდა ორივეს (სხვათა შორის ჩემი დაც მასწავლებელი გახდასწავლის პროცესშიბავშვები უზომოდ მიყვარდა და პედიატრობაზე ვოცნებობდიამავდროულად ჩემთვის ორი სამაგალითო ადამიანი მასწავლებელი იყოალბათ ეს გახდა მიზეზი იმისრომ  ექიმობას მასწავლებლის პროფესია ვამჯობინეზაფხულის არდადეგებზეც როცა მეგობრებთან ერთად ,,მასწავლებლობანასვთამაშობდითმოსწავლეობა სულ არ მინდოდარატომღაც თავი უკვე მასწავლებლის ამპლუაში წარმომედგინა და მაშინვე მეგონა რომ კარგად ვართმევდი თავსმასწავლებლობამდე წიგნი შევიყვარე... ჩემი სულის საზრდოდ ვაქციე...   მახსოვს უშუქობა...ცივი ზამთრისოფელში ჩაბნელებული ფანჯრები და სუსტად მოციმციმე მკრთლი სინათლე სანთლისადროდადრო საწვავის ფული თუ გამოჩნდებოდა და მბჟუტავი ლამპა აბრიალდებოდა დიდი სიხარული იყო... საღამოს შეციებულ და წიგნით ხელში ღუმელთან დამჯდარ დედას რომ მივუცუცქდებოდი კითხვით: ,,დედიკორა გავაკეთო მეთქი",  დედას პასუხი მუდამ ასეთი იყო: - რასაც მე ვაკეთებ შვილოოთავზე გადამისვამდა თავის  სიცივისგან გათოშილ  და  ჩემთვის უთბილეს ხელებსდედა წიგნს კითხულობდა და მეც ვიწყებდი წიგნის კითხვასროდესაც მეკითხებოდნენ პროფესიას რას ირჩევოვჩუმდებოდი და პასუხს ვერ ვამბობდიექიმობაც მინდოდა და მასწავლებლობაცროცა მასწავლებლობა ავირჩიედედას ეგონა ქართულის მასწავლებელი გავხდებოდირადგან ძალიან მიყვარდა ლიტერატურამისდა გასაოცრად ბიოლოგია ავირჩიე და 18 წელია ვასწავლი საგანსრომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარსალბათ ექიმობა და მასწავლებლობა გავაერთიანე ჩემს არჩევანში და ბავშვების სიყვარული ჩავაქსოვე ჩემს საოცნებო ,,პედიატრობას".
მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნებიაირჩიეთ ის საქმერაც ყველაზე მეტად გიყვართამით თქვენ საკუთარ თავს ულევ ბედნიერებას აჩუქებთ

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews