Thursday, 20 June 2019

გაკვეთილი 4


გაკვეთილის გეგმა
#4
მასწავლებლის სახელი გვარი: თეა ნონიკაშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
გაკვეთილის თემა: გულის აგებულება და მუშაობა, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე, პულსი, სისხლძარღვების აგებულება.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ ილუსტრაციაზე ამოიცნოს გულის შემადგენელი ნაწილები, დაახასიათოს  გულის ანატომიური აგებულება, ჩამოთვალოს გულის ციკლის სამი ფაზა და იმსჯელოს მის ფუნქციონირებაზე, გაეცნოს სისხლძარღვებს, სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეს. მოდელის გამოყენებით განსაზღვროს რომელ სისხლძარღვში მიედინება  არტერიული და რომელში ვენური სისხლი. სისხლძარღვთა კედლების რხევა  დააკავშიროს  გულის შეკუმშვათა რიტმთან.

ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

·         ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე
·         აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
·         იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ., გული _ ტუმბო) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;

საწავლო მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა  თემატური გეგმის მოდიფიცირება და აღნიშნული საკითხის სწავლებამ (კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა სისტემის) გადმოიწია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში, რადგან საწყის ეტაპზე გავიარეთ ორგანიზმის მარეგულირებელი ნერვული სისტემა. ვფიქრობ, აღნიშნულის ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს დანარჩენი სისტემების შესწავლის პროცესში თემების სრულყოფილად გააზრებაში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1

მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მასწავლებელი სლაიდებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
საშინაო დავალების წარმოდგენა - გვ 61, დავ,1, 2, 3
მოსწავლეების მიერ დამზადებული ანტიგენისა და ანტისხეულის მოდელის განხილვა. რა პრინციპით მუშაობს ანტისხეული
მასწავლებელი მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვის შემდეგ გააკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას -აქტივობა- საშინაო დავალების შეფასების რუბრიკის მიხედვით. (დანართი  3)

მასწავლებელი იღებს დიდი ქალაქის რუკას და სთხოვს მოსწავლეებს გაიაზრონ და დაასახელონ ადამიანის სისხლის მიმოცევის სისტემის ნაწილები, რომლებიც ქუჩებისა და გზების ანალოგია არის.

საშინაო დავალება














სიტუაციური ამოცანა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფურცელზე ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა,
სისხლის მიმოქცევის
პლაკატი,
რუკა, რომლის დახამრებით მოსწავლეები დააკავშირებენ სისხლის მიმოქცევის სისტემის ნაწილებს რუკაზე გამოსახულ ქუჩებსა და გზებთან.

8 წთ
2

მიზანი - მოდელის გამოყენებით გაეცნოს გულის ანატომიურ აგებულებას 3 D სივრცეში და განსაზღვროს რომელ სისხლძარღვში მედინება  არტერიული და რომელში ვენური სისხლი.
აღწერა - მასწავლებელი ახდენს 3 D Corinth Classroom-ის და გულის მოდელის დახმარებით გულის ანატომიური აგებულების განხილვას, მოსწავლეებს ესაუბრება გულის მუშაობის პრინციპზე და აცნობს გულის ციკლის სამ ფაზას. განმარტავს ტერმინს პულსი, ილუსტრაციების დახმარებით ხსნის არტერიების, ვენების და კაპილარების აგებულებას და მაგნიტების დახმარებით წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის ანიმაციას. 
მინი ლექცია
მოდელირებით
მთელი კლასი
კომპიუტერი
პროექტორი
Corinth Classroom –ის  3 D პროგრამა
მაგნიტები
ფლიპჩარტის ფურცლები
მარკერები

15წთ
3



მიზანი: ილუსტრაციაზე სწორად ამოიცნოს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე და გულის შემადგენელი ნაწილები. მოახდინოს გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის რეფლექსია.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს, I და II ჯგუფს -დანართი 1, ხოლო  III და IV ჯგუფს -დანართი 2.
ბავშვებმა უნდა იპოვონ  და გააფერადონ  წითელი და ლურჯი ფლომასტერებით
   I ჯგუფი
1.     კარისებრი  სარქველები
2.       მარჯვენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი
უპასუხონ კითხვას:
ა) როდის არის ღია კარისებრი სარქველები
ბ) როდის არის დახურული კარისებრი სარქველები
  II ჯგუფი
3.     ჯიბისებრი სარქველები
4.     მარცხენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი
უპასუხონ კითხვას:
ა) როდის არის ღია ჯიბისებრი სარქველები
ბ) როდის არის დახურული ჯიბისებრი სარქველები
  III ჯგუფი
5.     სისხლის მიმოქცევის დიდი  წრის სქემა
6.     გულის მარჯვენა მხარე (შესაბამისი ფერებით - ლურჯი ან წითელი)
უპასუხონ კითხვას:
ა) რა გზას გაივლის სისხლის ერთი წვეთი დიდი წრის დროს.
  IV ჯგუფი
7.       მცირე წრის სქემა
8.     გულის მარცხენა მხარე (შესაბამისი ფერებით - ლურჯი ან წითელი)
უპასუხონ კითხვას:
ა) რა გზას გაივლის სისხლის ერთი წვეთი მცირე წრის დროს.

მოსწავლეები აქტივობის ბოლოს აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი შეაჯამებს და გააკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას ტაბულაზე მუშაობის  წარმოდგენის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით. (დანართი  3)
აკეთებს ასევე განმავითარებელ უკუკავშირს.

    ტაბულაზე  მუშაობა
ჯგუფური
გულის და სისხლის მიმოქცევის სიტემების ტაბულები,
თაბახის ფურცლები,
ფლომასტერები
ფლიპჩარტის ფურცლები.
მარკერები, მაგნიტები
15 წთ.
4
მიზანი-მოსწავლემ მოახდინოს თვითშეფასება
აღწერა-მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ჯგუფის თითოეული წევრისთვის  თვითშეფასების სქემას, კიდევ ერთხელ უხსნის შევსების ინსტრუქციას და სთხოვს შეაფასონ საკუთარი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში. (დანართი 4)

ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
ინდივიდუალური
აღნიშნული სქემა ეხმარება  მოსწავლეს თვითშეფასების განხორციელებაში
5წთ.

5



საშინაო დავალება
აირჩიონ შესასრულებლად ნებისმიერი 2 დავალება

1.     შემქნან მოდელი გული - ტუმბო
2.      გამოიკვლიონ გულის შეკუმშვათა სიხშირის დამოკიდებულება მწეველ და არამწეველ ადამიანებში. სთხოვონ მათ 20-ჯერ ჩაიბუქნონ და გაუზომონ პულსი ჩაბუქნამდე და ჩაბუქნის შემდეგ. კვლევა ჩაატარონ ერთი  ასაკის მამაკაცებზე, კვლევის მონაცემები შეიტანონ ცხრილში, ააგონ დიაგრამა  და უპასუხონ კითხვებს:
·       როგორია გულისცემის სიხშირე დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ
·       არის თუ არა ამ მხრივ განსხვავება მწეველებსა და არამწეველებს შორის
შეგიძლია მიღებული მონაცემების მიხედვით იმსჯელო მოწევის მავნებლობაზე გულის მუშაობისთვის.

3.     გამოიკვლიონ როგორ მოქმედებს ფიზიკური დატვირთვა გულისცემის სიხშირეზე.
1. დათვალონ პულსის რაოდენობა 1 წუთის განმავლობაში მშვიდ მდგომარეობაში
2. გააკეთონ 10 ბუქნი და ისევ დათვალონ ფეთქვის რაოდენობა 1 წუთის განმავლობაში. მონაცემები შეიტანონ ცხრილში
3. 5 წუთის შესვენების შემდეგ მჯდომარე მდგომარეობაში დათვალონ პულსი კვლავ. მონაცემები შეიტანონ ცხრილში.
გააკეთონ დასკვნა




ინდივიდუალური ან წყვილებში (სურვილის მიხედვით)
წიგნი, რვეული, კალამი, პლასტელინი, რეზინის ბურთები, კოქტეილის ჩხირები, სამედიცინო ხელთათმანი, ბურთი, ფერადი ქაღალდი, ფლომასტერები და სხვა
2 წთ.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       ილუსტრაციაზე გულის ანატომიური ნაწილების ამოცნობას და მისი მუშაობის მექანიზმს აღწერას.
·       სისხლძარღვთა კედლების რხევას დააკავშირებენ გულის შეკუმშვათა რიტმთან.
·       მოდელების გაანალიზებით სისხლის მიმოქცევის დიდი წრის  და მცირე წრის მუშაობის პრინციპის შედარებას
·       სისხლძარღვების -არტერიების, ვენების, კაპილარების აგებულების გაცნობას
·       განსაზღვრას - რომელ სისხლძარღვში როგორი ტიპის სისხლი მიედინება არტერიული თუ ვენური

შეფასება:
გაკვეთილზე ხდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი განმავითარებლი შეფასების გამოყენება:
1.     გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს მიეწოდებათ განმავითარებელი უკუკავშირი
2.     გაკვეთილის მსვლელობის დროს ( აქტივობა 1 და აქტივობა 3) - მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას (დანართი #3) მიხედვით.
ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი 1.
I ჯგუფი
1.     გააფერადე კარისებრი  სარქველები
2.       გააფერადე მარჯვენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი (ფერების არჩევისას გაითვალისწინე არტერიული და ვენური სისხლი)
უპასუხეთ კითხვას:
ა) როდის არის ღია კარისებრი სარქველები
ბ) როდის არის დახურული კარისებრი სარქველები


 
               
II ჯგუფი
1.     გააფერადე ჯიბისებრი სარქველები
2.     გააფერადე მარცხენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი (ფერების არჩევისას გაითვალისწინე არტერიული და ვენური სისხლი)
უპასუხეთ კითხვას:
ა) როდის არის ღია ჯიბისებრი სარქველები
ბ) როდის არის დახურული ჯიბისებრი სარქველები
                    






დანართი 2.
  III ჯგუფი
1.     გააფერადე სისხლის მიმოქცევის დიდი  წრის სქემა (ფერების არჩევისას გაითვალისწინე არტერიული და ვენური სისხლი)
2.     გააფერადე გულის მარჯვენა მხარე (შესაბამისი ფერებით - ლურჯი ან წითელი)
უპასუხეთ კითხვას:
ა) რა გზას გაივლის სისხლის ერთი წვეთი დიდი წრის დროს.


     (მოსწავლეებს დაურიგდებათ აღნიშნული ტაბულის შავ-თეთრი ფოტო)  

 IV ჯგუფი  

1.     გააფერადე სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სქემა (ფერების არჩევისას გაითვალისწინე არტერიული და ვენური სისხლი)
2.     გააფერადე გულის მარცხენა მხარე (შესაბამისი ფერებით - ლურჯი ან წითელი)
უპასუხეთ კითხვას:
ა) რა გზას გაივლის სისხლის ერთი წვეთი მცირე წრის დროს.

(მოსწავლეებს დაურიგდებათ აღნიშნული ტაბულის შავ-თეთრი ფოტო)

შეფასების რუბრიკა
დანართი 3

9-10 ქულა
           7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
აქტივობა - საშინაო დავალება
მოსწავლეს კითხვებზე პასუხი სრულყოფილად აქვს გაცემული, შექმნილი აქვს ანტიგენისა და ანტისხეულის  სრულყოფილი მოდელი მისი აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით. დამაჯერებლად საუბრობს ანტისხეულის მუშაობის პრინციპზე.

მოსწავლეს კითხვებზე პასუხი კარგად აქვს გაცემული, შექმნილი აქვს ანტიგენისა და ანტისხეულის  მოდელი მისი აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით. საუბრობს ანტისხეულის მუშაობის მექნიზმზე, მაგრამ შეინიშნება მცირეოდენი ხარვეზები.
მოსწავლეს ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს გაცემული, შექმნილი აქვს ანტიგენისა და ანტისხეულის  მოდელი, თუმცა მოდელის შექმნისას არ აქვს გათვალისწინებული მისი აგებულება ან ფუნქცია. უჭირს ანტისხეულის მუშაობის პრინციპის აღწერა.

მოსწავლეს არ აქვს კითხვებზე პასუხი გაცემული, არ აქვს  შექმნილი  ანტიგენისა და ანტისხეულის  მოდელი. ვერ საუბრობს ანტისხეულის მუშაობის პრინციპზე.

ტაბულაზე მუშაობის წარმოდგენა და პრეზენტაცია
წარმოადგენს სრულფასოვნად გაფერადებულ ტაბულას, პასუხები კითხვებზე სწორად აქვს გაცემული და აკეთებს სრულყოფილ პრეზენტაციას.
წარმოადგენს გაფერადებულ ტაბულას, კითხვებზე პასუხებისას მცირეოდენი ხარვეზები შეინიშნება,  აკეთებს თითქმის სრულყოფილ პრეზენტაციას.
წარმოადგენს ნაწილობრივ სწორად გაფერადებულ ტაბულას, კითხვებზე პასუხებისას ხარვეზები შეინიშნება,  აკეთებს არასრულყოფილ პრეზენტაციას.
ვერ წარმოადგენს გაფერადებულ ტაბულას, კითხვებზე პასუხები არ აქვს  და ვერ   აკეთებს პრეზენტაციას.


























,

დანართი 4. 
ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა


იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშაობისთვის?


რამდენად დროულად და კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა?

რა გააკეთე ან რა თქვი ისეთი, რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში?

რას გააკეთებდი შემდეგში ჯგუფის უფრო აქტიური მუშაობისთვის?


ხარ თუ არა კმაყოფილი? რა ისწავლე ჯგუფის წევრებისგან? რას გრძნობ სამუშაოს დასრულების შემდეგ?



0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews