Thursday, 20 June 2019

გაკვეთილი 3


გაკვეთილის გეგმა
#3
მასწავლებლის სახელი გვარი: თეა ნონიკაშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:22
გაკვეთილის თემა: ლეიკოციტები, იმუნიტეტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ ილუსტრაციაზე ამოიცნოს და აღწეროს ლეიკოციტის აგებულება. ისაუბროს მის ფუნქციაზე.  განარჩიოს ერთმანეთისაგან აქტიური და პასიური იმუნიტეტი და იმსჯელოს ვაქცინისა და შრატის გამოყენების აუცილებლობაზე
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

·         ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე

საწავლო მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა  თემატური გეგმის მოდიფიცირება და აღნიშნული საკითხის სწავლებამ (კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა სისტემის) გადმოიწია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში, რადგან საწყის ეტაპზე გავიარეთ ორგანიზმის მარეგულირებელი ნერვული სისტემა. ვფიქრობ, აღნიშნულის ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს დანარჩენი სისტემების შესწავლის პროცესში თემების სრულყოფილად გააზრებაში.





N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მასწავლებელი სლაიდებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
საშინაო დავალების განხილვა -
მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას რატომ უწოდებდნენ ძველად ჰემოფილიას ,,სამეფო დაავადებას“ და ვინ იყვნენ ამ დაავადებით დაავადებული.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე შესთავაზებს სისხლის ანალიზს და სთხოვს დასვან დიაგნოზი,

საშინაო დავალება
სიტუაციური ამოცანა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფურცელზე ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა.
სისხლის ანალიზი


10წთ
2



მიზანი: მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა შესასწავლი საკითხის მიმართ, გაეცნოს ლეიკოციტების სახეებს და შეადაროს ისინის აგებულებისა და ფუნქციების მიხედვით.   
აღწერა: მასწავლებელი უშვებს ეკრანზე ვიდეოფილმს, სადაც ლეიკოციტის მუშაობის მექანიზმია წარმოდგენილი
და სთხოვს მოსწავლეებს აღწერონ როგორ მუშაობს ლეიკოციტი ჩვენს ორგანიზმში, მოსწავლეთა პასუხების დაფიქსირების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სლაიდების მეშვეობით აცნობს ლეიკოციტების სახეებს, კერძოდ ფაგოციტებსა და ლიმფოციტებს და საუბრობს მათი მუშაობის პრინციპზე.

პროვოცირება
ვიდეოფილმის ჩვენება, ინტერაქტიული მინი ლექცია
მთელი კლასი
ვიდეოფილმი, რომლის საშუალებით მოხდება მოტივაციის გაზრდა მოსწავლეებში
შესასწავლი საკითხის მიმართ.
         10წთ
3



მიზანი: შეადაროს ერთმანეთს  აქტიური და პასიური,  ბუნებრივი და ხელოვნური იმუნიტეტი და იმსჯელოს ვაქცინისა და შრატის გამოყენების აუცილებლობაზე.
აღწერა: კლასი დაყოფილია ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით, ჯგუფებს ეძლევათ დავალება: მოიძიონ ინფორმაცია
1.     ვაქცინის
2.     შრატის
3.     ბუნებრივი იმუნიტეტის
4.     ხელოვნური იმუნიტეტის შესახებ
თითოეული ჯგუფი იძიებს მხოლოდ ერთ საკითხს
მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენა
მასწავლებელი შეაჯამებს და გააკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის მიხედვით. (დანართი 1)
ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია
ჯგუფური
კომპიუტერი,
ინტერნეტი, კალამი, რვეული
თაბახის ფურცლები, მარკერები

18 წთ

4



მიზანი - მოსწავლემ მოახდინოს გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის რეფლექსია და მასწავლებელმა მომდევნო გაკვეთილი დაგეგმოს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით

აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს ურიგებს ბარათებს, სადაც ტექსტებია მოცემული, მოსწავლეებს ევალებათ ამოიცნონ კონკრეტულ შემთხვევაში რა დანიშნულებას მისცემდნენ პაციენტებს. (დანართი 2) არასწორი პასუხების შემთხვევაში მასწავლებელი იძლევა დამაზუსტებელ შეკითხვებს და მიჰყავს მოსწავლეები სწორ ვერსიამდე. გააკეთებს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას.


სიტუაციური ამოცანა

ჯგუფური

ბარათები

5წთ
5



საშინაო დავალება დავალება გვ 61, დავ,1, 2, 3
შექმენი ანტიგენისა და ანტისხეულის მოდელი.


ინდივიდუალური
პლასტელინი, საძერწი ცომი, საძერწი თიხა და სხვა
           2წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს  შეუძლია ილუსტრაციაზე ლეიკოციტის ამოცნობა. 1 მმ3-ში მათი რაოდენობის, ლეიკოციტების ტიპების დასახელება. საუბარი მათ ფუნქციაზე. ვაქცინის და შრატის შედარება, აქტიური და პასიური,  ხელოვნური და ბუნებრივი იმუნიტეტის ერთმანეთისაგან გარჩევა.

შეფასება:
გაკვეთილზე ხდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი განმავითარებლი შეფასების გამოყენება:
1.     გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს მიეწოდებათ განმავითარებელი უკუკავშირი
2.     გაკვეთილის მსვლელობის დროს   (აქტივობა 3) მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას დანართი #1 მიხედვით.


ხელმოწერა:
თარიღი:








დანართი 1
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები/
სკალა
9-10
7-8
5-6
1-4
ჯგუფი წევრების მუშაობაში  ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
მუშაობაში

ჯგუფის წევრების უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში

ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის წევრების მიერ ფუნქციების განაწილება
ჯგუფში თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს

ჯგუფში თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ფუნქციები

ჯგუფის ზოგი წევრი უფუნქციოდაა დარჩენილი
ჯგუფის წევრები ვერ ინაწილებენ ფუნქციებს
მოძიებული ინფორმაციის თემასთან
შესაბამისობა

მოძიებული ინფორმაცია თემასთან შესაბამისია
მოძიებული ინფორმაცია ძირითადად ესადაგება თემას
მოძიებული ინფორმაცია ნაწილობრივ ესადაგება თემას
მოძიებული ინფორმაცია არ ესადაგება თემას
დროის ლიმიტის დაცვა
სრულად იცავენ დროის ლიმიტს

უმნიშვნელოდ გადააცდენენ დროს
არ ყოფნით დრო დავალების შესასრულებლად
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენა და პრეზენტაცია
წარმოადგენს მოძიებულ მასალას სრულფასოვნად და აკეთებს სრულყოფილ პრეზენტაციას.
წარმოადგენს მოძიებულ მასალას პრეზენტაციისას მცირე ხარვეზები შეინიშნება.
წარმოადგენს მოძიებულ მასალას და აკეთებს არასრულყოფილ პრეზენტაციას.
ვერ წარმოადგენს მოძიებულ მასალას  და ვერ აკეთებს პრეზენტაციას.


დანართი 2

1.     წარმოიდგინე რომ შენ ექიმი ხარ! საავადმყოფოში მოიყვანეს დიფტერიით დაავადებული პაციენტი. რას მოიმოქმედებ?
 ა) გადავუსხავ თავისივე ჯგუფის სისხლს           
 ბ) შევუყვან დიფტერიის საწინააღმდეგო სამკურნალო შრატს
 გ) გადავუსხამ იმუნიზებული ცხოველის სისხლის პლაზმას
 დ) ჩავუტარებ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრას

2.     რა სახის იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება ადამიანს წითელას გადატანის შემდეგ?
   1. ბუნებრივი 2. ხელოვნური   3. აქტიური  4. პასიური
        ა) 1 და 3   ბ) 2 და 3  გ) 1 და 4   დ) 2 და 4

3.     რა სახის იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა ადამიანს წითელას აცრის შემდეგ?
      1. ბუნებრივი 2. ხელოვნური   3. აქტიური  4. პასიური
        ა) 1 და 3   ბ) 2 და 3  გ) 1 და 4   დ) 2 და 4
           
4.     ადამიანს დაავადებისადმი პასიური იმუნიტეტი უყალიბდება, როდესაც სისხლში შეყავთ:
ა) ვაქცინა   ბ) სამკურნალო შრატი   გ) ლეიკოციტები   დ) ანტიბიოტიკები

                                                              

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews