Thursday, 20 June 2019

გაკვეთილი 2


გაკვეთილის გეგმა
#2
მასწავლებლის სახელი გვარი: თეა ნონიკაშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
გაკვეთილის თემა:სისხლის პლაზმა, თრომბოციტები, სისხლის შედედება
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ ილუსტრაციაზე ამოიცნოს და აღწეროს თრომბოციტის აგებულება. ისაუბროს თრომბოციტის ფუნქციაზე.   განარჩიოს ტერმინები ფიბრინოგენი და ფიბრინი. ჩამოთვალოს პლაზმის შემადგენელი კომპონენტები და იმსჯელოს სისხლის შედედების მნიშვნელობაზე.
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

·         ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე
·         აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
·         იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;


საწავლო მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა  თემატური გეგმის მოდიფიცირება და აღნიშნული საკითხის სწავლებამ(კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა სისტემის) გადმოიწია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში,რადგან საწყის ეტაპზე გავიარეთ ორგანიზმის მარეგულირებელი ნერვული სისტემა. ვფიქრობ, აღნიშნულის ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს დანარჩენი სისტემების შესწავლის პროცესში თემების სრულყოფილად გააზრებაში.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მიზანი:მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა:საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მასწავლებელი სლაიდებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
საშინაო დავალების წარმოდგენა -
ა) ერითროციტების მოდელები.
ბ) მოსწავლეები დიაგრამის სახით წარმოადგენენ რამდენ პროცენტს აქვს კლასში I, II, III და IV სისხლის ჯგუფი, შეადარებენ კლასის მონაცემებს ცხრილში წარმოდგენილთან და იმსჯელებენ დაემთხვა თუ არა მონაცემები.ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება და შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 4)
მასწავლებელი კითხვების საშუალებით გამოიკითხავს მასალას

საშინაო დავალება
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფურცელზე ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა.

10 წთ
2



მიზანი:მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა შესასწავლი საკითხის მიმართ და  პლაზმის შემადგენელი კომპონენტების გაცნობა.
აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს მაპროვოცირებელი კითხვით: ზოგ ადამიანს დაბადებიდან თან დაჰყვება დაავადება, რომლის დროსაც, სისხლს საერთოდ შედედების უნარი არ გააჩნია, შესაძლოა უმნიშვნელო ჭრილობამაც კი ასეთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
ხომ არ სმენიათ რა დაავადებაზეა საუბარი?
რა შეიძლება იყოს ამ ადამიანებში სისხლის შეუდედებლობის მიზეზი? მოსწავლეების მოსაზრებების დასახელების შემდეგ მასწავლებელი განიხილავს სისხლის პლაზმის შედგენილობას
პროვოცირება
მინილექცია
მთელი  კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან სისხლის პლაზმის შედგენილობას
12 წთ
3
მიზანი:აღწეროს თრომბოციტის აგებულება და გაეცნოს მისი მუშაობის მექანიზმს.
აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულ  წყვილს ურიგებს ტექსტს და სპეციალურ კითხვარს, რომელიც ევალებათ მოსწავლეებს რომ ტექსტის დამუშავებასთან ერთად შეავსონ.  (დანართი 1)
შემდეგ მასწავლებელი ეკრანზე წარმოადგენს სლაიდებს და სვამს დამაზუსტებელ კითხვებს და გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით   იგებს რა ინფორმაციის შეგროვება შეძლეს მოსწავლეებმა აღნიშნული ტექსტის დამუშავებით.ხდება მოსწავლეთა შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 4)

ტექსტზე მუშაობა
კითხვა-პასუხი
წყვილებში
ტექსტი, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ყურადღების
მობილიზაციას , ინფორმაციის შეგროვებას  და მოპოვებული ინფორმაციის ფურცელზე გადატანას.
10  წთ.
4



მიზანი:ისაუბროს თრომბოციტის ფუნქციაზე და სისხლის შედედების პროცესზე.განარჩიოს ტერმინები ფიბრინოგენი და ფიბრინი.
აღწერა:კონვერტით  ურიგებს ბარათებს
სისხლის შედედებაში მონაწილე ტერმინები წერია ბარათებზე და უნდა დაალაგონ თანმიმდევრობითთუ როგორ ხდება სისხლის შედედების პროცესი.(დანართი 2)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აკეთებს განმავითარებელ უკუკავშირს.
ფლეშქარდის ბარათების აწყობა
ჯგუფებში
ბარათები წარწერებით, კონვერტები
5წთ.
5



მიზანი-მოსწავლემ მოახდინოს გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის რეფლექსია და მასწავლებელმა მომდევნო გაკვეთილი დაგეგმოს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
აღწერა-მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს გასასვლელ ბარათებს, მოსწავლეები ავსებენ აღნიშნულ ბარათებს(დანართი 3)

გასასვლელი ბარათი
ინდივიდუალური
ბარათები
6 წთ.
6
საშინაო დავალება მოიძიონ ინფორმაცია რატომ უწოდებდნენ ძველად ჰემოფილიას ,,სამეფო დაავადებას“ და ვინ იყვნენ ამ დაავადებით დაავადებული.


ინდივიდუალური
ინტერნეტი
სამედიცინო ენციკლოპედია
2წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს  შეუძლია ილუსტრაციაზე თრომბოციტის ამოცნობა და მისი აგებულების აღწერა. ტერმინების ფიბრინოგენი და ფიბრინის ერთმანეთისაგან გარჩევა. პლაზმის შემადგენელი კომპონენტების ჩამოთვლა და საუბარი სისხლის შედედების მნიშვნელობაზე.
შეფასება:
გაკვეთილზე ხდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი განმავითარებლი შეფასების გამოყენება:
1.     გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს მიეწოდებათ განმავითარებელი უკუკავშირი
2.     გაკვეთილის მსვლელობის დროს( აქტივობა1 და აქტივობა 3) - მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას (დანართი #4) მიხედვით.
ხელმოწერა:
თარიღი:











დანართი 1. საინფორმაციო ტექსტი
სისხლის შედედება არის ორგანზმის თავდაცვის საშუალება რომელიც ორგანიზმს იცავს სისხლის დაკარგვისგან. სისხლის ფორმიანი ელემენტების ერთ-ერთი სახეა თრომბოციტები.მათ ბრტყელი ფორმა აქვთ, საიდანაც წარმოდგება მათი სახელი - სისხლის ფირფიტები.
თრომბოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლის შედედებაში. როცასისხლძარღვი ზიანდება იწყება სისხლდენა. სისხლდენის დაწყებისთანავე თრომბოციტები თავს მოიყრის სისხლძარღვის დაზიანების ადგილში  და მჭიდროდ მიეკრობიან სისხლძარღვის კედელს. თრომბოციტი იშლება და გამოყოფს ნივთიერებას, ეს ნივთიერება Ca -ის იონებთან  და   K ვიტამინთან ერთად სისხლის შედედების დაწყებას განაპირობებს. ამ დროს პლაზმაში არსებული ხსნადი ცილა  ფიბრინოგენი უხსნად ცილა ფიბრინად გარდაიქმნება. ფიბრინი აეკრობა სისხლძარღვის დაზიანებულ კედელს, წარმოიქმნება კოლტი-თრომბი, რომელიც შეაკავებს სისხლძარღვიდან ერითროციტების გამოსვლას. კოლტი წარმოიქმნება 3-8 წუთში. სისხლდენა წყდება - სისხლი შედედდება. სისხლის შედედების შემდეგ ცოტა ხანში სისხლძარღვის კედლის ქსოვილი აღდგენა და სისხლძარღვი გამთლიანდება. სისხლდენის დროს იკარგება სისხლის უჯრედები. ამიტომ სისხლის შედედებისთანავე ორგანიზმი დაიწყებს მათი დიდი რაოდენობით წარმოქმნას, რათა აღადგინოს სისხლის უჯრედების ნორმალური რაოდენობა. ნორმალურია უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას. აღწერილ შემთხვევაში ნორმალურია ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა რათა სისხლის უჯრედებმა შეასრულოს თავისი ფუნქცია. მაგალითდ, თრომბოციტები უნდა გვქონდეს იმ რაოდენობით, (250000-400000 1მმ3-ში) რომ ორგანიზმმა შეძლოს სისხლის შედედება.სისხლის  ერითროციტები უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით, (4,5-5 მილიონი 1მმ3-ში) რომ ყველა უჯრედი ჟანგბადით უზრუნველყოს, ლეიკოციტების რაოდენობა (6000-8000 1მმ3-ში)  საკმარისი უნდა იყოს უცხო სხეულების შთანთქმისათვის.
სისხლის დაკარგვის შემდეგ თრომბოციტების და ერითროციტების გაძლიერებული წარმოქმნა ჰომეოსტაზის მაგალითია. როდესაც ორგანიზმი აღადგენს სისხლის უჯრედების ნორმალური რაოდენობას, მათი გაძლიერებული წარმოქმნა შეწყდება.
წაიკითხე ტექსტი და გაეცი პასუხი კითხვებს:
1.     სისხლის რომელი ფორმიანი ელემენტები მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში?
2.     როგორი ფორმა აქვთ თრომბოციტებს?
3.     რომელი მარილი უწყობს ხელს სისხლის შედედებას?
4.     რომელი ვიტამინი მონაწილეობს ასევე შედედების პროცესში?
5.     რატომ არის შედედებული სისხლის წითელი ფერის?
6.     რა დრო სჭირდება კოლტის წარმოქმნას?
7.     პლაზმის რომელი ცილა მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში?
8.     რა რაოდენობით არის 1მმ3 სისხლში თრომბოციტების ნორმა?
9.     განმარტე ტერმინი -ჰომეოსტაზი , როგორ გესმის ეს სიტყვა
10.  რა მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედებას?


დანართი 2.  სისხლის შედედების პროცესი
დაალაგე თანმიმდევრობით
კოლტი თრომბი
ფიბრინოგენის გარდაქმნა ფიბრინად
თრომბოპლასტინის გარდაქმნა თრომბინად
თრომბოციტების დაშლა



















დანართი 3. გასასვლელი ბარათი

            რა იცოდი სისხლის შედედებაზე?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
            რა გავიგე დღეს?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

            როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
            რა გინდა კიდევ რომ იცოდე ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 4. შეფასების რუბრიკა

9-10 ქულა
           7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
აქტივობა - საშინაო დავალება
მოსწავლეს შექმნილი აქვს ერითროციტის სრულყოფილი მოდელი მისი აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით.
წარმოდგენილი აქვს  კლასის მონაცემების  დიაგრამა სისხლის ჯგუფებზე და ადარებს ცხრილში წარმოდგენილთან. ახდენს მონაცემთა ანალიზს.
მოსწავლეს შექმნილი აქვს ერითროციტის მოდელი მისი აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით.
წარმოდგენილი აქვს  კლასის მონაცემების  დიაგრამა სისხლის ჯგუფებზე და ადარებს ცხრილში წარმოდგენილთან. ახდენს მონაცემთა ანალიზს,  თუმცა შეინიშნება მცირედი ხარვეზები.
მოსწავლეს შექმნილი აქვს ერითროციტის მოდელი, თუმცა მოდელის შექმნისას არ აქვს გათვალისწინებულიმისი აგებულება ან ფუნქცია.
წარმოდგენილი აქვს  კლასის მონაცემები სისხლის ჯგუფებზე დიაგრამის გარეშე, ვერ ახდენს მონაცემთა ანალიზს დაუჭირს  ცხრილში წარმოდგენილთან შედარება.
მოსწავლეს არ აქვს შექმნილი  ერითროციტის მოდელი. არ აქვს წარმოდგენილი კლასის მონაცემების  დიაგრამა სისხლის ჯგუფებზე.


აქტივობა- ტექსტის დამუშავება
ყურადღებითაა ჩართული ტექსტის დამუშავების  პროცესში და  სრულყოფილად პასუხობს კითხვებს .
ყურადღებითაა ჩართული ტექსტის დამუშავების  პროცესში და  პასუხობს კითხვების უმეტეს ნაწილს.
მოსწავლე ნაწილობრივ ერთვება ტექსტის დამუშავების   პროცესში,  თუმცა ვერ ახერხებს კითხვების უმეტეს ნაწილზე  პასუხის გაცემას.
მოსწავლე უყურადღებოდაა ჩართული ტექსტის დამუშავების  პროცესში და ვერ სცემს კითხვებზე პასუხს.




0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews