Thursday, 20 June 2019

გაკვეთილი1

გაკვეთილის გეგმა
#1
მასწავლებლის სახელი გვარი: თეა ნონიკაშვილი,
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
გაკვეთილის თემა: სისხლის შედგენილობა და ფუნქციები, ერითროციტები, სისხლის გადასხმა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ ილუსტრაციაზე ამოიცნოს და აღწეროს ერითროციტის აგებულება. ისაუბროს ერითროციტის ფუნქციაზე.  სწორად განარჩიოს ერთმანეთისაგან სისხლის ჯგუფები და იმსჯელოს ჯგუფებს შორის სისხლის გადასხმის თავსებადობაზე.
ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის მზა პრეპარატის დათვალიერებისას  ისაუბროს  მათ მსგავსება - განსხვავებაზე.

კვლ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
·        იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;


ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

·         ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე
·         აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;


საწავლო მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა  თემატური გეგმის მოდიფიცირება და აღნიშნული საკითხის სწავლებამ (კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა სისტემის) გადმოიწია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში, რადგან საწყის ეტაპზე გავიარეთ ორგანიზმის მარეგულირებელი ნერვული სისტემა. ვფიქრობ, აღნიშნულის ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს დანარჩენი სისტემების შესწავლის პროცესში თემების სრულყოფილად გააზრებაში.



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1



საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. მასწავლებელი სლაიდებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შეფასების რუბრიკას და აკრავს თვალსაჩინო ადგილას.
მიზანი: ამოიცნოს და აღწეროს ერითროციტის აგებულება.
აღწერა: მასწავლებელი ეკრანზე უშვებს მის მიერ გახმოვანებულ ფილმს, მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ ცხრილს  (დანართი 1) და სთხოვს  ფილმის ნახვის პარალელურად მათ შევსებას. აქტივობის ბოლოს
მასწავლებელი იყენებს გამოსაძახებელ ჩხირებს და იგებს რა ინფორმაციის შეგროვება შეძლეს მოსწავლეებმა აღნიშნული ვიდეოს ყურებით. ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება და შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 4)

 პროვოცირება
(ინტერაქტიული ვიდეო)
 კითხვა-პასუხი

ინდივიდუალური
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფურცელზე ამობეჭდილი შეფასების რუბრიკა.
ვიდეოფილმი, რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ყურადღების მობილიზაციას, ინფორმაციის შეგროვებას  და მოპოვებული ინფორმაციის ფურცელზე გადატანას.
10 წთ.







2



მიზანი: გაეცნოს სისხლის შედგენილობას, მის ფუნქციებს და განარჩიოს ერთმანეთისაგან სისხლის ჯგუფები.
აღწერა: მასწავლებელი სლაიდების დახმარებით ხსნის ახალ მასალას, იხილავს სისხლის შედგენილობას, სისხლის ფუნქციებს,  წარმოადგენს სისხლის ჯგუფებს და სქემაზე აჩვენებს მოსწავლეებს თუ რომელ ჯგუფებს შორისაა შესაძლებელი სისხლის გადასხმა, განამარტავს ტერმინებს: დონორი, რეციპიენტი, რეზუს ფაქტორი

ინტერაქტიული მინილექცია


მთელი  კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები, რომლის საშუალებით მოსწავლეებისთვის უფრო თვალსაჩინო გახდება სისხლის გადასხმის მექანიზმი.
10 წთ.
3



მიზანი:  შეძლოს ჯგუფებს შორის სისხლის გადასხმის თავსებადობა.
აღწერა: მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს კონვერტებს, (დანართი 2) სადაც დევს სხვადასხვა სისხლის ჯგუფის აღმნიშვნელი სიმბოლოები და სთხოვს კონკრეტულ რეციპიენტს გადაუსხან თავსებადი სისხლის ჯგუფი (ყველა ჯგუფს ეძლევა განსხვავებული დავალება)


სიტუაციური ამოცანა


ჯგუფური
ბარათები სისხლის ჯგუფების აღმნიშვნელი სიმბოლოებით

5 წთ
4



მიზანი:  ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის მზა პრეპარატის დათვალიერებით  ისაუბროს  მათ მსგავსება - განსხვავებაზე.
აღწერა: ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის მზა პრეპარატებს მოსწავლეები ათვალიერებენ მიკროსკოპით, ამოიხატავენ ნანახ უჯრედებს, ადარებენ ერთმანეთს ამ ორ უჯრედს, ავსებენ ცხრილს და აკეთებენ საკუთარ ,,აღმოჩენას“   (დანართი 3)
ჯგუფები აკეთებენ ნახატისა და ,,აღმოჩენის“ პრეზენტაციას.
ხდება მოსწავლეთა შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 4)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აკეთებს განმავითარებლ უკუკავშირს

ექსპერიმენტი
პრეზენტაცია

ჯგუფური
ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის მზა პრეპარატები
მიკროსკოპი
ფლიპჩარტის ფურცლები
ფლომასტერები


18 წთ
5



საშინაო დავალება
1.     გვ. 60,  დავალება 2.
2.     ერითროციტის მოდელის შექმნა
3.     ელექტრონული თამაში - სისხლის გადასხმა https://educationalgames.nobelprize.org/educational/medicine/bloodtypinggame/gamev2/index.html





ინდივიდუალური
რვეული, კალამი, ინტერნეტი,  ელქტრონული თამაშის შესასრულებლად


2 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს  შეუძლია ილუსტრაციაზე ერითროციტის ამოცნობა. 1 მმ3-ში მათი რაოდენობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, წარმოქმნისა და დაშლის ადგილების დასახელება, საუბარი ერითროციტების ფუნქციაზე.
სისხლის ჯგუფების დასახელება  და ჯგუფებს შორის სისხლის გადასხმის კანონზომიერების დადგენა. ტერმინების-დონორი, რეციპიენტი განმარტება.
ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის მზა პრეპარატების ერთმანეთისგან გარჩევა.

შეფასება:

გაკვეთილზე ხდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი განმავითარებლი შეფასების გამოყენება:
1.     გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს მიეწოდებათ განმავითარებელი უკუკავშირი
2.     გაკვეთილის მსვლელობის დროს ( აქტივობა 1 და აქტივობა 4) - მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას (დანართი #4) მიხედვით.


ხელმოწერა:
თარიღი:






დანართი 1
უყურეთ ვიდეომასალას და შეავსეთ ცხრილი:
ერითროციტის ფერი

ერითროციტის ფორმა

ბირთვის რაოდენობა

წარმოქმნის ადგილი

დაშლის ადგილი

სიცოცხლის ხანგრძლივობა

ერითროციტის მთავარი შემადგენელი ნაწილი

ერითროციტის რაოდენობა 1მმ3 სისხლში

ერითროციტის ფუნქცია

რომელთან აკეთებს მტკიცე ნაერთს   ა) O2   ბ) CO2   გ) CO?


   დანართი 2.
    

Rh+ I                           
Rh-I                           
Rh+ II                           
Rh-II                           
Rh+ III                       
Rh-III                       
Rh+ IV                          
Rh- IV                          
რეციპიენტი 1           Rh- II                           








    


Rh+ I                           
Rh-I                           
Rh+ II                           
Rh-II                           
Rh+ III                       
Rh-III                       
Rh+ IV                          
Rh- IV                          
რეციპიენტი 2            Rh + III                          











Rh+ I                           
Rh-I                           
Rh+ II                           
Rh-II                           
Rh+ III                       
Rh-III                       
Rh+ IV                          
Rh- IV                          
რეციპიენტი 3           Rh+ IV                          










Rh+ I                           
Rh-I                           
Rh+ II                           
Rh-II                           
Rh+ III                       
Rh-III                       
Rh+ IV                          
Rh- IV                          
რეციპიენტი 4             Rh- I                                     









დანართი 3.
1.     დაათვალიერე ადამიანის და ბაყაყის ერითროციტები მიკროსკოპით.
2.     ამოიხატე მიკროსკოპში დანახული უჯრედები.
3.     შეადარე და გააკეთე შენი აღმოჩენა, შეავსე ცხრილი.

ადამიანის ერითროციტი
ბაყაყის ერითროციტი

ფორმა



ბირთვი


აღმოაჩინე!
ერთი და იგივე მოცულობის ადამიანის თუ ბაყაყის სისხლი გადაიტანს დროის ერთეულში მეტ ჟანგბადს








დანართი 4.  შეფასების რუბრიკა    

9-10 ქულა
           7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
აქტივობა - ვიდეოფილმის ნახვა და ცხრილის შევსება -ჩართულობა
ყურადღებითაა ჩართული ფილმის ნახვის პროცესში და  სრულყოფილად ავსებს ცხრილს ფილმის ნახვის პარალელურად.

ყურადღებითაა ჩართული ფილმის ნახვის პროცესში და  ავსებს ცხრილის  უმეტეს ნაწილს ფილმის ნახვის პარალელურად.
მოსწავლე ნაწილობრივ ერთვება ფილმის ნახვის პროცესში  თუმცა ვერ ახერხებს ცხრილის უმეტესი ნაწილის შევსებას.
მოსწავლე უყურადღებოდაა ჩართული ფილმის ნახვის პროცესში და ვერ ახერხებს ცხრილის შევსებას.


ჯგუფური მუშაობა
ჯგუფი ამოიხატავს მიკროსკოპში ნანახ უჯრედებს, ადარებს ფორმისა და ბირთვის მიხედვით ადამიანისა და ბაყაყის ერითროციტებს  და აკეთებს აღმოჩენას
ჯგუფი ამოიხატავს მიკროსკოპში ნანახ უჯრედებს, ადარებს ფორმისა და ბირთვის მიხედვით ადამიანისა და ბაყაყის ერითროციტებს და ვერ აკეთებს სრულყოფილ აღმოჩენას
ჯგუფი ამოიხატავს მიკროსკოპში ნანახ უჯრედებს,  ადარებს ფორმისა და ბირთვის მიხედვით ადამიანისა და ბაყაყის ერითროციტებს და ვერ აკეთებს აღმოჩენას
ჯგუფი ვერ ამოიხატავს მიკროსკოპში ნანახ უჯრედებს, ვერ ადარებს ფორმისა და ბირთვის მიხედვით ადამიანისა და ბაყაყის ერითროციტებს და ვერ აკეთებს აღმოჩენას





0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews