Thursday 10 May 2018

სამოდელოები


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
უჯრედის ორგანოიდები
საგანი,

ჩატარების დრო,
ბიოლოგია

24.04.2018 წელი

მასწავლებლის
სახელი, გვარი
თეა ნონიკაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი 
საბაზო,  VII კლასი  
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი  
მოსწავლეთა      
საერთო რაოდენობა
23
სსსმ მოსწავლე
0
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური  
სასწავლო მიზანი :
მოსწავლე ილუსტრაციის დახმარებით შეისწავლის უჯრედის აგებულებას, მათი ფორმის მრავალფეროვნებას  და აკავშირებს უჯრედების აგებულებას მათ ფუნქციონირებასთან. ადარებს მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს ერთმანეთს.ჯგუფში ჩატარებული ექსპერიმენტიდან გამომდინარე აღმოაჩენს უჯრედის სტრუქტურებს, ქმნის და აღწერს უჯრედის მოდელს ნახატის სახით.

ესგ-ს მიხედვით გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები








ბუნ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც  ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·       მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს;

ბუნ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა

მოსწავლემ იცის სიცოცხლის უმცირესი ერთეული უჯრედია. ამოიცნობს მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს. თანმიმდევრობით შეუძლია სიცოცხლის ორგანიზაციის დონეების დალაგება.


გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი





I  ფაზა
საორგანიზაციო საკითხების განხილვა: ( 2წთ )
აქტივობა 1. გონებრივი იერიში:  ( 3 წთ)
  • აქტივობის მიზანი: ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით განიხილავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს
(უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანიზმი) და მსჯელობს მათ შესახებ.

აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დასმული კითხვები:
დაასახელეთ სიცოცხლის უმცირესი ერთეული
              სიცოცხლის ორგანიზაციის იერარქიული სისტემის განხილვა
              უჯრედი-ქსოვილი-ორგანო-ორგანოთა სისტემა-ორგანიზმი- მცენარის აგებულების მაგალითზე. Corinth classroom-ის  3 D ლაბორატორია.

აქტივობა 2. – Corinth classroom-ის  3 D ლაბორატორია -5 წთ. 
  • აქტივობის მიზანი: ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას;

აქტივობის აღწერა:
უჯრედის ორგანოიდების დათვალიერება, მათი აგებულების დაკავშირება ფუნქციონირებასთან

·       დაასახელეთ უჯრედის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა
·       რა ფუნქცია აკისრია ბირთვს
·       რატომ უწოდებენ მიტოქონდრიებს უჯრედის ძალურ სადგურებს?
·       სად უფრო მეტი მიტოქონდრიაა კანის უჯრედებში თუ კუნთებში და რატომ?
·       მცენარეულ უჯრედს ხედავთ თუ ცხოველურს?
·       საიდან მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რა განასხვავებს მცენარეულ უჯრედს ცხოველურისგან?

აქტივობა 3.- ვენის დიაგრამა - მცენარეული და ცხოველური უჯრედის შედარება (5+2 წთ)
  • აქტივობის მიზანი: ილუსტრაციებზე განარჩევს მცენარეულ და  ცხოველურ უჯრედებს, ასახელებს მათ  მსგავს და განმასხვავებელ  სტრუქტურებს, შედეგებს გამოსახავს ვენის დიაგრამის საშუალებით

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ტაბულაზე ხედავენ მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს,  ასევე ჯგუფებს ურიგდებათ მცენარეული და ცხოველური უჯრედის ფერადი ფოტოები ვენის დიაგრამით. უნდა იპოვონ მსგავსება განსხვავება უჯრედებს შორის. ხდება ვენის დიაგრამის შევსება.
II ფაზა:

აქტივობა 4.- ფლეშქარდების აწყობა: 4+2 წთ
  • აქტივობის მიზანი: მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან  უჯრედის ფორმის მრავალფეროვნებ შესახებ (ერთ- და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში) და აკავშირებს უჯრედის ფორმას მის ფუნქციასთან;

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ურიგდებათ ფლეშქარდები, სადაც სხვადასხვა ფორმის უჯრედებია წარმოდგენილი, ასევე ურიგდებათ დაჭრილი ბარათები განმარტებებით. ჯგუფებმა უნდა ააწყონ ფლეშქარდებით სწორი ვერსიები. 
I ჯგუფი - ამოიცნობს უჯრედებს
II ჯგუფი - ამოიცნობს თითოეული უჯრედის  აგებულებას
III ჯგუფი - ამოიცნობს თითოეულის უჯრედის ფუნქციას
IV ჯგუფი - ახარისხებს ფლეშქარდებს მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებად

აქტივობა- 5. მიკროპრეპარატის დამზადება და დათვალიერება              (10 წთ)

  • აქტივობის მიზანი: ამზადებს დროებით პრეპარატს, იყენებს სინათლის მიკროსკოპს სხვადასხვა დაკვირვებისათვის, აკეთებს აღმოჩენებს და აფიქსირებს ცხრილში. აფასებს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს;

აქტივობის აღწერა:

დროებითი მიკროპრეპარატის დამზადება და მიკროსკოპში დათვალიერება. ურიგდებათ ცხრილი, სადაც უნდა ჩამოწერონ უჯრედის სტრუქტურები, რომელიც სინათლის მიკროსკოპში აღმოაჩინეს, ნანახი გადაიტანონ თაბახის ფურცელზე და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით თითოეულმა ჯგუფმა.

III - ფაზა

აქტივობა 6. ( 10 წთ) ნახატების და დროებითი პრეპარატების პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი: სინათლის მიკროსკოპში დამზერილ უჯრედს წარმოადგენს ნახატის სახით, საკუთარ აღმოჩენას კი ცხრილის სახით. მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეზე, ეკრანზე წარმოადგენს საკუთარ დამზადებულ დროებით პრეპარატს.

აქტივობის აღწერა: მიკროსკოპში ნანახი უჯრედის ნახატის სახით წარდგინებას აკეთებს ყოველი ჯგუფი, პარალელურად ხდება ამ პრეპარატის ჩვენება ეკრანზე ციფრული მიკროსკოპის დახმარებით. ასახელებენ საკუთარ აღმოჩენებს, რაც ექსპერიმენტული სამუშაოს შესრულებით აღმოაჩინეს და მსჯელობენ საკუთრი ნამუშევრების ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

დასკვნის სახით მოსწავლეებისთვის მუდმივი პრეპარატის ჩვენება.

ხდება შედარება დროებითი და მუდმივი პრეპარატების.

შეფასება და  საშინაო დავალება: (2წთ)
ააწყონ უჯრედის მოდელი ფაზლების სახით
მასალა განთავსებულია ბლოგზე
biokhidistavi7a.blogspot.com


შეფასება


განმავითარებელი (კომენტარი),
განმსაზღვრელი -
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დანართი 1.)




სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ჭკვიანი დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, უჯრედის ტაბულა, მოდელი,  მიკროსკოპი, ციფრული მიკროსკოპი, ხახვის ფურცლები, იოდი, მზა პრეპარატები.















დანართი 1.  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები/
სკალა
1,2,3,4
5-6
7-8
9-10
ჯგუფი წევრების მუშაობაში  ჩართულობა
ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის წევრების უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
მუშაობაში
ჯგუფის წევრების მიერ ფუნქციების განაწილება
ჯგუფის წევრები ვერ ინაწილებენ ფუნქციებს
ჯგუფის ზოგი წევრი უფუნქციოდაა დარჩენილი
ჯგუფში თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ფუნქციები
ჯგუფში თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა

ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობა მიმდინარეობს ძირითადად ინსტრუქციის მიხედვით
ყურადღებით მუშაობენ მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
არ ყოფნით დრო დავალების შესასრულებლად
უმნიშვნელოდ გადააცდენენ დროს
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
მონაცემების წარმოდგენა და დასკვნის ჩამოყალიბება
ვერ წარმოადგენს მონაცემებს და ვერ აკეთებს დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს და აკეთებს ნაწილობრივ დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს და ვერ აყალიბებს სრულფასოვან დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს სრულფასოვნად და აკეთებს სრულყოფილ დასკვნას




                                                გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა
რეცეპტორები, მხედველობის ორგანოს  აგებულება,
ფერადი მხედველობა
საგანი,
ჩატარების დრო,
ბიოლოგია
10.05.2018 წელი
მასწავლებლის
სახელი, გვარი
თეა ნონიკაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი 
საშუალო,  X ა კლასი  
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი  
მოსწავლეთა      
საერთო რაოდენობა
22
სსსმ მოსწავლე
0
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული  - ბიოლოგია - ფიზიკა
სასწავლო მიზანი :
ჯგუფში ჩატარებული ექსპერიმენტიდან გამომდინარე მსჯელობს თვალის ბროლისა და ლუპის მუშაობის პრინციპის მსგავსებაზე. მოსწავლე ილუსტრაციებისა და მოდელის დახმარებით შეისწავლის თვალის აგებულებას, აკავშირებს აგებულებას მის ფუნქციონირებასთან.  ამოიცნობს თვალის შემადგენელ  სტრუქტურებს. ადარებს ახლომხედველ  და შორსმხედველ თვალებს ერთმანეთს და მხედველობის კორექციისათვის ასახელებს ლინზების ტიპებს.

ესგ-ს მიხედვით გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები








ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ორგანიზმებში გაღიზიანების  საპასუხოდ წარმოქმნილ პროცესებზე;
·       მსჯელობს თვალის, როგორ შეგრძნების ორგანოს  სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე.

კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ფიზ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:   
·     ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად
·     განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემში (თხელი ლინზა, ბრტყელი სარკე), აღწერს გამოსახულების მიღებას;
·     ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის (მაგ. ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებებზე;
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა
მოსწავლემ იცის რეცეპტორების სახეები, ჩამოთვლის და აკავშირებს თითოეულს მათ ფუნქციონირებასთან.

გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი





I  ფაზა

საორგანიზაციო საკითხების განხილვა: ( 3წთ )

აქტივობა 1. გონებრივი იერიში: ( 3 წთ)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს:
              დაასახელეთ რეცეპტორების ტიპები
              ჩამოთვალეთ  თითოეული მათგანის ფუნქცია
              რომელი რეცეპტორი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად 
  და რატომ?
             
აქტივობა 2. ექსპერიმენტი - ,,თვალის ბროლი, როგორც ლუპა“ 7 წთ.

აქტივობის მიზანი: თვალის მოქმედების პრინციპების შესწავლა ლუპის მეშვეობით.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას ექსპერიმენტის ჩასატარებლად:

1.     ჩააბნელეთ ოთახი და ერთი ფანჯარა ღია დატოვეთ.
2.     ფანჯრიდან გარკვეულ მანძლზე მოათვსეთ ლუპა (ის შეიძლება მოსწავლეს ეკავოს ხელში)
3.     ლუპის უკან დადეთ თეთრი ქაღალდი. ლუპა ისე დაიკავეთ რომ დაკვირვების ობიექტის (მაგ: მცენარე ქოთანში) გამოსახულება ქაღალდზე ნათელი იყოს. ამ მიზნით ცვალეთ მანძილი ლუპასა და ქაღალდს შორის იმ მომენტამდე, სანამ ქაღალდზე არ მიიღებთ მცენარის გამოსახულებას.
4.     გაეცით კითხვებს პასუხი:
ა) რა დაინახეთ? (გადმობრუნებული გამოსახულება).
ბ) თვალის აგებულების რომელი ნაწილის ფუნქციას ასრულებს ლუპა? (ლუპა ასრულებს ბროლის ფუნქციას)
გ) თვალის აგებულების რა ნაწილს შეიძლება შეადარო თეთრი ქაღალდი, რომელზეც გამოსახულება აისახება? (თეთრი ქაღალდი ასრულებს ბადურას ფუნქციას)


II - ფაზა


აქტივობა 3. თვალის აგებულება 3 D ფორმატში, მისი მუშაობის პრინციპი -10 წთ. 
  • აქტივობის მიზანი: ილუსტრაციაზე თვალის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და მათი მუშაობის პრინციპის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:
თვალის მოდელის, 3 D თვალის და  ვიდეოს გამოყენებით ჩავატარებ მინი ლექციას და განვიხილავ თვალის აგებულებას და ფუნქციონირებას.
ასევე ვაჩვენებ მწერებისა და ძუძუმწოვრების თვალის მსგავსება-განსხვავებას.

III - ფაზა

აქტივობა 4.- როლური თამაში 10 წთ
  • აქტივობის მიზანი: თვალის სტრუქტურების ამოცნობა.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ვთხოვ სურვილის მიხედვით წარმოადგინონ თითო მოსწავლე, რომელთაც  ვურიგებ დაჭრილ ბარათებს, სადაც წარწერაა ,,მსახიობები“, მათ რიგითობის მიხედვით ვაძლევ მცირე ზომის ტექსტს. თითოეულ ჯგუფს კი დავალების შესასრულებელ ფურცელს, რომელზეც წერია მსახიობების რიგითობის ნომერი. ჯგუფებს  ევალებათ მსახიობების მიერ წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე ამოიცნონ თვალის შესაბამისი სტრუქტურა და დააფიქსირონ ფურცელში, თითო მსახიობის მიერ წაკითხული ტექსტის ანალიზისთვის ჯგუფებს ეძლევათ 30 წამი.
ტექსტი:
1 წამყვანი:
უკუნითი სიბნელე იყო, თითს თვალთან ვერ მიიტანდი, სადღაც შორს ოდნავ კიაფობდა სინათლის შუქი, იმედიანად გავეშურე სინათლისაკენ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, სინათლის ინტენსივობა მატულობდა, ბოლოს მივადექი კოცონს, რომლის ირგვლივ 5 ადამიანი იჯდა და და ცხარედ კამათობდა:

1 მსახიობი
-       მე, ცისარტყელას ბერძნულ ქალღმერთის მსგავსად ირისი მქვია და თქვენს შორის ულამაზესი ვარ. ხან ცისფრად მოგევლინებით, ხან მწვანედა და ნაცრისფრად, ხან მუქი ყავისფერი ვარ და ხანაც კუპრივით შავი.  მოკლედ სილამაზით ვერცერთი ვერ შემედრებით.
2 მსახიობი
-       აბა, აბა!  ცოტა  ფრთხილად, ამდენი ტრაბახით ფერი სულ არ დაკარგო. ერთი პატარა ხვრელი ვარ, მაგრამ მე რომ არ ვიყო, სინათლეს შენამდე ვინ მოუშვებდა?
3 მსახიობი
-       ერთი ამათ უყურე, ყველა კარგად რომ ხედავს საგნებს ახლო და შორ მანძილზე  ვისი დამსახურებაა მერე ეს?  ვისი და ჩემი. რამისაა წელში გადავტყდე მაგისთვის.  ხან ამოვიზნიქები და ხანაც ჩავიზნიქები თქვენ რომ განსხვავებულ მანძილებზე საგნები კარგად დაინახოთ.
4 მსახიობი
-       არა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, არც ერთი თქვენგანი არ ფიქრობს იმდენს, რამდენსაც მე, მე ვარ აქ ყველაზე ჭკვიანი და ამას თქვენ იბრალებთ, განა ეს სამართალია? 10 პირი კაბა მაცვია, არ გამაბრაზოთ, თორემ 2 კაბა თუ გავიხადე, მორჩა, დამთავრდება ყველაფერი, აღარც სინათლე მოვა თქვენამდე, აღარც ფერი და ფორმა ექნება საგნებს, მერე გინდა ამოიზნიქეთ, გინდა ჩაიზნიქეთ, თქვენს შორის ტვინი თუ ვინმეს აქვს, მოკლედ, ეს მე ვარ!
5 მსახიობი
-       განზე გადექი შე უკუღმართო, უკუღმა ხარ გადმობრუნებული  და ამდენს ლაპარაკობ, მე წყალწყალა კი ვარ, მაგრამ თუ დავიღვარე, თქვენ ყველანი დაღუპულები ხართ.

6 მსახიობი
-       რა გაყვირებთ და რა გაღრიალებთ ხალხო, ეს თქვენი კამათი ისეთი უინტერესო გახდა ჩემთვის, რომ მოწყენილობით  სულ დავპატარავდი და დავვიწროვდი, ვერ გამიგია რატომ ხართ ასეთი აგრესიულები? იცით უჩვენობა როგორ უშლის ხელს  ყველა ცოცხალს ნორმალურ ცხოვრებაში?
    
2 წამყვანი:
-       რა მოგივიდათ ხალხო! დაწყნარდით, დამშვიდდით, თქვენ ყველანი კარგები ხართ, იცხოვრეთ მეგობრულად, უერთმანეთოდ არ ვარგიხართ, მაგრამ ერთად ულამაზესი სამყაროს დანახვა შეგიძლიათ. ჩვენ, ადამიანები ყველაფერს დავთმობთ, ოღონს თქვენ არ დაგკარგოთ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

აქტივობა 5.- ფერების გარჩევა - სიმულაციური თამაში (5 წთ)
აქტივობის მიზანი: თვალის მიერ ხილული სპექტრის ფერების აღქმის გაანალიზება.

აქტივობის აღწერა: სიმულაციის დახმარებით აკვირდებიან სამი სახის კოლბების საშუალებით თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ხილული სპექტრის ყველა ფერს.

აქტივობა 6. ახლომხედველი და შორსმხედველი თვალის ამოცნობა.5 წთ.
აქტივობის მიზანი: ვიდეოს საშუალებით ახლომხედველი  და შორსმხედველი თვალის ერთმანეთთან შედარება და  მხედველობის კორექციისათვის შესაბამისი ლინზების შერჩევა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ 1 წუთიან ვიდეოფილმს, რომელიც გახმოვანებულია ჩემ მიერ და ეცნობიან ინფორმაციას თვალის მუშაობის დარღვევების შესახებ. შემდეგ ურიგდებათ თვალის და ლინზების ფოტოები და უნდა ამოიცნონ რომელი თვალია ახლომხედველი, რომელია შორსმხედველი და მოარგონ მხედველობის კორექციისათვის შესაბამისი ლინზა: ორმხრივ ამოზნექილი ან ორმხრივჩაზნექილი (შემკრები ან გამბნევი). ასევე ახდენენ მასწავლებლისთვის თვალის დიაგნოზის დასმას სათვალის მიხედვით.

შეფასება და  საშინაო დავალება: (2წთ)
მოიძონ ინფორმაცია უცხოელი მხატვარი ქალის შესახებ, რომელსაც სამი კოლბის ნაცვლათ ფრინველების მსგავსად 4 ოთხი კოლბა აქვს და გარდამავალ ფერებს უკეთ ხედავს, ამიტომ მისი ნახატები ძვირად ფასობს ფერთა პალიტრის განსაკუთრებული მრავალფეროვნების გამო.
დაამზადონ თვალის მოდელი.

შეფასება


განმავითარებელი (კომენტარი),
განმსაზღვრელი -შეფასების რუბრიკა (დანართი 1.)



სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ,,ჭკვიანი’’ დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, თვალის ტაბულა, თვალის მოდელი,
შემკრები ლინზები, ბრტყელი სარკე.












დანართი 1.  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები/
სკალა
1-4
5-6
7-8
9-10
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გაცნობიერება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ
გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი
გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად
გააცნობიერა
ჯგუფის წევრების მუშაობაში ჩართულობა
ჯგუფის წევრების უმრავლესობა არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
ჯგუფის წევრების უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
მუშაობაში
ჯგუფის წევრების მიერ ფუნქციების განაწილება
ჯგუფის წევრების მიერ ფუნქციები არაა გადანაწილებული
ჯგუფის წევრების მიერ ფუნქციები არასწორადაა გადანაწილებული
ჯგუფში თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ფუნქციები
ჯგუფში თანაბრადაა განაწილებული ფუნქციები
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა

ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობა მიმდინარეობს ძირითადად ინსტრუქციის მიხედვით
ყურადღებით მუშაობენ მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
ექსპერიმენტის მონაცემების ანალიზი და დასკვნა
ვერ წარმოადგენს მონაცემებს და ვერ აკეთებს დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს  არასრულად და აკეთებს ნაწილობრივ დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს და ვერ აყალიბებს სრულფასოვან დასკვნას
წარმოადგენს მონაცემებს სრულფასოვნად და აკეთებს სრულყოფილ დასკვნას





  



































Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews