Friday, 21 June 2019
Thursday, 20 June 2019
გაკვეთილი 5
08:51
თეა ნონიკაშვილი
No comments
გაკვეთილის
გეგმა
#5
მასწავლებლის სახელი გვარი: თეა ნონიკაშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:
22
გაკვეთილის თემა: სისხლის წნევა,
მოძრაობის სიჩქარე, ლიმფა, დაავადებები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეადაროს
ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები. ისაუბროს მათ მსგავსება-განსხვავებაზე. გაეცნოს
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის გამომწვევ მიზეზებს. შეძლოს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის კანონზომიერებების
დადგენა. გაანალიზოს დაკვირვების შედეგები და გამოიტანოს დასკვნა.
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური
და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
·
აკავშირებს ცალკეულ ორგანოს
შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
·
იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ., გული _ ტუმბო) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ
მოვლენებთან;
·
ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს გაზომვას, მოსმენას, ვიზუალურ დაკვირვებას. შედეგებს წარმოადგენს ცხრილებისა
და დიაგრამების/ცდის ოქმის სახით.
საწავლო მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო
გახდა თემატური გეგმის მოდიფიცირება და აღნიშნული
საკითხის სწავლებამ (კონკრეტულად
გულ-სისხლძარღვთა სისტემის) გადმოიწია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში, რადგან საწყის ეტაპზე გავიარეთ
ორგანიზმის მარეგულირებელი ნერვული სისტემა. ვფიქრობ, აღნიშნულის ცოდნა
ეხმარება მოსწავლეებს დანარჩენი სისტემების შესწავლის პროცესში თემების სრულყოფილად
გააზრებაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მიზანი: მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება
და წინარე ცოდნის გააქტიურება.
აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
მასწავლებელი სლაიდებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების
რუბრიკებს.
საშინაო დავალების
წარმოდგენა -
1.
მოდელი გული - ტუმბო-ს
მოქმედების მექანიზმის განხილვა.
2.
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამოკიდებულების გამოკვლევა მწეველ და არამწეველ ადამიანებში. დიაგრამის წარდგენა
და მსჯელობა მოწევის მავნებლობაზე გულის
მუშაობისთვის.
3.
როგორ მოქმედებს ფიზიკური დატვირთვა გულისცემის სიხშირეზე-გამოკვლევა,
მონაცემები წარდგენა და დასკვნის გაკეთება
ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება
და შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით (დანართი 4)
|
საშინაო დავალება
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფურცელზე ამობეჭდილი
შეფასების რუბრიკა.
|
10 წთ.
|
2
|
მიზანი: შეადაროს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები.
გაეცნოს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის გამომწვევ მიზეზებს
აღწერა: მასწავლებელი ინტერაქტიული მინილექციით
მოსწავლეებს აცნობს როგორ წარმოიქმნება ლიმფა,
რა ფუნქცია აქვს ლიმფას და ასახელებს მსხვილ ლიმფურ კვანძებს. მოსწავლეთა
დახმარებით ადარებს ერთმანეთს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემას. აღწერენ რა
განსხვავებას ხედავენ მათ შორის. მოსწავლეთა დახმარებით ასახელებს სისხლძარღვთა სისტემის
ცნობილ დაავადებებს, განმარტავს ტერმინს ათეროსკლეროზი და სთხოვს მოსწავლეებს მისი
გამომწვევი მიზეზების დასახელებას და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან სისხლძარღვთა
ათეროსკლეროზი.
მასწავლებელი
აჩვენებს ფილმს ანგიოპლასტიკაზე და მოსწავლეები მსჯელობენ თანამედროვე მედიცინის
მიღწევის მნიშვნელობაზე.
|
ინტერაქტიული
მინილექცია
ვიდეოფლმის ჩვენებით
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ვიდეოფილმი, რომლის
საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს.
|
14 წთ
|
3
|
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სისხლძარღვებში
სისხლის მოძრაობის კანონზომიერებების დადგენა. გაანალიზოს დაკვირვების შედეგები და
გამოიტანოს დასკვნა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს
კითხვით: შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგალითები სითხის მოძრაობის შესახებ სხვადასხვა სახის
მილებში? მოსწავლეთა პასუხების დაფიქსირების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლებს ეკრანზე
გამოუტანს ძირითად თეზისებს და გააცნობს მათ (დანართი 1), ხოლო შემდეგ წყვილებში
ურიგებს ფლეშქარდებს - ნახატს (დანართი 2)
და
ბარათს (დანართი 3)
1. სთხოვს განმარტონ
ა) რას აღნიშნავენ სურათზე (დანართი 2) დატანილი
ციფრები და რა კანონზომიერებაზე მიუთითებს რიცხვების ცვლილება
ბ) რა აიძულებს სისხლს იმოძრაოს გულიდან კაპილარებისკენ?
2. ბარათში (დანართი
3) ჩამოთვლილია თუ რა სიჩქარით მოძრაობს სისხლი სხვადასხვა სისხლძარღვში და სთხოვს
გაარკვიონ
ა) რომელ სისხლძარღვშია ყველაზე მაღალი სისხლის
მოძრაობის სიჩქარე,
ბ) რომელ სისხლძარღვშია ყველაზე დაბალი სისხლის
მოძრაობის სიჩქარე
გ) რა მნიშვნელობა აქვს კაპილარებში სისხლის
მოძრაობას მინიმალური სიჩქარით
აქტივობის ბოლოს
თითოეულ დავალებას განიხილავენ კლასში და წყვილები დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.
მოხდება მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების რუბრიკის მიხედვით. (დანართი 4)
მასწავლებელი
აკეთებს ასევე განმავითარებელ უკუკავშირს.
|
ფლეშქარდებზე-
სურათზე და ბარათზე მუშაობა
|
წყვილები
|
კომპიუტერი, პროექტორი,
პრეზენტაცია,
ფლეშქარდები-
ნახატი, ბარათი
|
14 წთ
|
4
|
მიზანი -მოსწავლემ მოახდინოს გაკვეთილზე
შეძენილი ცოდნის რეფლექსია და მასწავლებელმა მომდევნო გაკვეთილი დაგეგმოს მოსწავლეთა
საჭიროებების გათვალისწინებით
აღწერა -მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს
გასასვლელ ბარათებს, მოსწავლეები ავსებენ აღნიშნულ ბარათებს (დანართი 5)
|
გასასვლელი ბარათები
|
ინდივიდუალური
|
ბარათები
|
5 წთ
|
5
|
საშინაო დავალება
- გვ. 68-69 დავლება 2, დავალება 3.
|
|
ინდივიდუალური
|
წიგნი, რვეული,
კალამი, ტონომეტრი
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის სისტემების შედარება.
ჩამოთვლის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის კანონზომიერებებზე.
შეფასება:
გაკვეთილზე ხდება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი განმავითარებლი
შეფასების გამოყენება:
1. გაკვეთილის მსვლელობისას
მოსწავლეებს მიეწოდებათ განმავითარებელი უკუკავშირი
2. გაკვეთილის მსვლელობის დროს ( აქტივობა 1 და აქტივობა
3) - მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას (დანართი #4) მიხედვით.
ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი 1.
1. მილებში სითხის მოძრაობისათვის აუცილებელია ენერგია, რომელიც წარმოქმნის წნევას;
2. სითხე მოძრაობს მაღალი წნევის არედან დაბალი წნევის არესაკენ;
3. სითხის მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებულია მილების ჯამურ განივკვეთზე;
4. რაც ნაკლებია მილების ჯამური განივკვეთი მიტ მეტია სითხის სიჩქარე;
5. სითხის ერთი და იგივე მოცულობა უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობს ვიწრო მილში,
ვიდრე განიერში.
დანართი 2. ნახატი
შეისწავლეთ ნახატი და პასუხი გაეცით ქვემოთ მოყვანილ
კითხვებს
ა) თქვენი აზრით, რას აღნიშნავენ სურათზე დატანილი ციფრები და რა კანონზომიერებაზე
მიუთითებს რიცხვების ცვლილება?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) რა აიძულებს სისხლს იმოძრაოს გულიდან კაპილარებისკენ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3. ბარათი
სისხლის მოძრაობის სიჩქარე სისხლძარღვებში
სისხლძარღვი
|
დინების
სიჩქარე
|
აორტა
|
500-600 მმ/წმ
|
არტერიები
|
150-200
მმ/წმ
|
არტერიოლები
|
5
მმ/წმ
|
კაპილარები
|
0,5
მმ/წმ
|
ღრუ
ვენები
|
200
მმ/წმ
|
გაანალიზეთ სხვაობა სისხლის სიჩქარეებს შორის სხვადასხვა სისხლძარღვებში და
უპასუხეთ კითხვებს:
1.
რომელ სისხლძარღვშია სისხლის მოძრაობის სიჩქარე ყველაზე
მაღალი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.
რომელ სისხლძარღვშია სისხლის მოძრაობის სიჩქარე ყველაზე
დაბალი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
რა მნიშვნელობა აქვს კაპილარებში სისხლის მოძრაობას
მინიმალური სიჩქარით
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 4.
შეფასების რუბრიკა
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
აქტივობა - საშინაო დავალება
|
მოსწავლეს შექმნილი აქვს გული, როგორც
ტუმბო - სრულყოფილი მოდელი მისი აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით.
წარმოდგენილი
აქვს გულის შეკუმშვათა სიხშირის
დამოკიდებულების გამოკვლევა მწეველ და არამწეველ
ადამიანებში დიაგრამის სახით და მსჯელობს
მოწევის მავნებლობაზე გულის მუშაობისთვის ან წარმოდგენილი აქვს ცხრილის სახით კვლევის
მონაცემები
ფიზიკური დატვირთვის გავლენა გულისცემის
სიხშირეზე და აკეთებს დასკვნებს.
|
მოსწავლეს
შექმნილი აქვს გული, როგორც ტუმბო - მოდელი მისი
აგებულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით.
წარმოდგენილი
აქვს გულის შეკუმშვათა სიხშირის
დამოკიდებულების გამოკვლევა მწეველ და არამწეველ
ადამიანებში დიაგრამის სახით და მსჯელობს
მოწევის მავნებლობაზე გულის მუშაობისთვის ან წარმოდგენილი აქვს ცხრილის სახით კვლევის მონაცემები
ფიზიკური დატვირთვის
გავლენა გულისცემის სიხშირეზე და აკეთებს
დასკვნებს, თუმცა მსჯელობისას შეიმჩნევა მცირე ხარვეზები.
|
მოსწავლეს
შექმნილი აქვს გული, როგორც
ტუმბო- მოდელი, თუმცა მოდელის
შექმნისას არ აქვს გათვალისწინებული მისი აგებულება ან ფუნქცია.
წარმოდგენილი
აქვს გულის შეკუმშვათა სიხშირის
დამოკიდებულების გამოკვლევა მწეველ და არამწეველ
ადამიანებში დიაგრამის გარეშე და უჭირს დასაბუთებით მსჯელობა მოწევის მავნებლობაზე
გულის მუშაობისთვის ან წარმოდგენილი აქვს
კვლევის მონაცემები ცხრილის გარეშე
ფიზიკური დატვირთვის
გავლენა გულისცემის სიხშირეზე, თუმცა უჭირს დასკვნის ჩამოყალიბება
|
მოსწავლეს არ
აქვს შექმნილი გული, როგორც ტუმბო- მოდელი.
არ აქვს წარმოდგენილი
გულის შეკუმშვათა სიხშირის დამოკიდებულების გამოკვლევა მწეველ და არამწეველ ადამიანებში ან არ აქვს წარმოდგენილი ფიზიკური დატვირთვის გავლენა გულისცემის სიხშირეზე.
|
აქტივობა- ფლეშქარდებზე მუშაობა
|
ყურადღებითაა
ჩართული ფლეშქარდების დამუშავების პროცესში და
სრულყოფილად პასუხობს კითხვებს.
|
ყურადღებითაა ჩართული ფლეშქარდების დამუშავების პროცესში და
პასუხობს კითხვების უმეტეს
ნაწილს.
|
ნაწილობრივ ერთვება
ფლეშქარდების დამუშავების პროცესში, თუმცა ვერ ახერხებს კითხვების უმეტეს ნაწილზე
პასუხის გაცემას.
|
უყურადღებოდაა ჩართული ფლეშქარდების დამუშავების პროცესში და ვერ სცემს კითხვებზე პასუხს.
|
დანართი 5. გასასვლელი ბარათი
გასასვლელი ბარათი
რომელი საკითხი იყო
შენთვის ყველაზე საინტერესო და რატომ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელი საკითხი იყო
შენთვის ნაკლებად საინტერესო და რატომ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა გინდა კიდევ იცოდე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ დამატებით?