Sunday, 16 June 2019

გული


                                               გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გულის აგებულება და მუშაობა
სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე
სისხლძარღვების აგებულება
საგანი/
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი, გვარი
ბიოლოგია
თეა ნონიკაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი 
საბაზო VIII კლასი  
მოსწავლეთა      
საერთო რაოდენობა
16
მათ შორის სსსმ მოსწავლე
0
სასწავლო მიზნები
     
გულის ანატომიური აგებულების და სისხლის მიმოქცევის სისტემის შესწავლა
         
ესგ-ს მიხედვით გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები













ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

ბიოლ.VIII.5.3 აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
ბიოლ.VIII.5.4  იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ., გული _ ტუმბო,) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;
ბიოლ.VIII.5.6 მსჯელობს საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ, ადგენს  სქემებს;
კვლ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ. VIII.3.  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.


მოსწავლეთა       წინარე ცოდნა

მოსწავლემ იცის სისხლის შემადგენლობა, სისხლის უჯრედების-ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების აგებულება და ფუნქციები, სისხლის ჯგუფები და მისი გადახსმის მექანიზმი.


გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი





I  ფაზა - 10 წთ
აქტივობა 1 - გონებრივი იერიში:  ვიდეოფილმის ჩვენება -  სისხლი  (2 წთ)

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დასმული კითხვები: ( 3 წთ)
·       რა ფუნქცია აკისრია ორგანიზმში სისხლს?
·       სისხლის რომელ უჯრედთან არის დაკავშირებული დამცველობითი ფუნქცია?
·       რომელ უჯრედთან არის დაკავშირებული სისხლის შედედება?
·       რომელ უჯრედთან არის დაკავშირებული ჟანგბადის გადატანა?
·       სად წარმოიქმნებიან ერითროციტები და როგორი აგებულება აქვთ მათ?
·       რა განსხვავებაა ადამიანისა და ბაყაყის ერითროციტს შორის?
აქტივობა 2.- მზა მიკროპრეპარატის (ადამიანის და ბაყაყის ერითროციტის ) (3 წთ) აგებულების განხილვა მიკროსკოპში, მათი  შედარება (აგებულების, ფორმისა და ზომის მიხედვით)
კითხვა: რომლის სისხლი გადაიტანს დროის ერთეულში მეტ ჟანგბადს.(2წთ)

II - ფაზა (20 წთ)
აქტივობა 3.  3D ფორმატში გულის ანატომიური აგებულების ჩვენება.(2 წთ)
                       ვიდეოფილმი როგორ  მუშაობს გული (1წთ)

აქტივობა 4 პრეზენტაცია-გული და სისხლძარღვები (7 წთ)
პრეზენტაციის დროს დასმული კითხვები:
·       რა კომპონენტებისაგან შედგება სისხლის მიმოქცევის სისტემა?
·       რომელი ტიპის კუნთითაა აგებული გული?
·       რომელი პარკუჭის კედელია განსაკუთრებით სქელი და რატომ?
·       დროის მეტი მონაკვეთი გულის რომელი ნაწილი შეასრულებს სამუშაოს?
·       რა განსხვავებაა არტერიასა და ვენას შორის?
·       შეადარე ხერხემლიანების სისხლის მიმოქცევის სისტემა, რა განსხვავებას ხედავთ?

აქტივობა 5 - ჯგუფური მუშაობა - (3 წთ)
ჯგუფებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული ბარათები, სამი ერთნაირი სქემა, სადაც გამოსახულია გულის აგებულება (წინაგულები, პარკუჭები და სარქველები)
პირველმა ჯგუფმა უნდა გამოსახოს სისხლის გადაადგილება წინაგულებიდან პარკუჭებისკენ ისრების საშუალებით
მეორე ჯგუფმა - როგორ მიედინება სისხლი პარკუჭებიდან არტერიებში
მესამე ჯგუფმა როგორ შეიცვლება სისხლის დინების მიმართულება, როდესაც სამკარიანი და ორკარიანი სარქველი არ იკეტება მჭიდროდ.

აქტივობა 6.- სქემის თვალსაჩინო წარმოდგენა - სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე   -( 5 წთ)

III - ფაზა ( 12 წთ)

აქტივობა 7.      (2წთ)  სისხლის მიმოქცევის სისტემის შემადგენელი ნაწილების ამოცნობა-მოდელის შევსება.
სქემატურად გამოსახული სისხლის მიმოქცევის მოდელი თვალსაჩინო ადგილზე იქნება წარმოდგენილი, ჯგუფებს ურიგდებათ სტიკერები, სადაც დაწერილია ამოსაცნობი ობიექტები, კერძოდ;
I-ჯგუფი- ამოიცნობს სისხლის მიმოქცევის დიდი წრეს,
II-ჯგუფი- ამოიცნობს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს
III-ჯგუფი-გულის შემადგენელ ნაწილებს

დასკვნა:
კითხვა : რამდენად უნიკალურია გულის მუშაობა სხვა კუნთების მუშაობასთან შედარებით.  (5წთ)
ერთ-ერთ მოხალისე მოსწავლეს ვაძლევთ რეზინის ბურთს და ვთხოვთ რიტმულად შეკუმშოს. ვთხოვთ დაინიშნოს დრო, რამდენ ხანს შეძლებს ვარჯიშს.
დავალების შესრულების ბოლოს ვეკითხებით: რამდენ ხანს შეძლო რეზინის ბურთის შეკუმშვა? რატომ შეწყვტა ვარჯიში?
კლასი ადარებს ხელის კუნთის შრომისუნარიანობას გულისას და გამოაქვს დასკვნა.

შეფასება (3წთ)

საშინაო დავალება: (2წთ)
შემქნან მოდელი გული-ტუმბო
გამოიკვლიონ გულის შეკუმშვათა სიხშირის დამოკიდებულება მწეველ და არამწეველ ადამიანებში. სთხოვე მათ 20-ჯერ ჩაიბუქნონ და გაუზომე პულსი ჩაბუქნამდე და ჩაბუქნის შემდეგ. კვლევა ჩაატარეერთი ასაკის მამაკაცებზე, კვლევის მონაცემები შეიტანე ცხრილში, ააგე დიაგრამა  და უასუხე კითხვებს:
·       როგორია გულისცემის სიხშირე დატვირტვამდე და დატვირთვის შემდეგ
·       არის თუ არა ამ მხრივ განსხვავება მწეველებსა და არამწეველებს შორის
·       შეგიძლია მიღებული მონაცემების მიხედვით იმსჯელო მოწევის მავლებლობაზე გულის მუშაობისთვის


შეფასება


განმსაზღვრელი. შეფასების რუბრიკა (დანართი 1)




სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, მოდელი, ტაბულა.მიკროსკოპი, მზა პრეპარატები


                                                                               





ჩემი მასწავლებლობის ისტორია

დავიბადე 1978 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში,  მასწავლებლის ოჯახში, დედა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ხოლო ბებია დაწყებითი კლასების. ბავშვობა 6 წლამდე  საავადმყოფოს კედლებში გავატარე და 2-3 წლის ბავშვი უკვე ჯიუტად ვამბობდი ,,ლამარა ექიმი" უნდა გამოვიდე მეთქი. ბავშვობისდროინდელი მოგონებებიდან მახსოვს როგორ დიდი სიყვარულით საუბრობდა დედა თავისი მოსწავლეების მიღწევებსა და სკოლაზე, სადაც დილაუთენია მიდიოდა და საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა. სოფლად ვცხოვრობდით, ჩვენი სოფლიდან ქალაქში უნდა გასულიყო და იქიდან კიდევ სხვა სოფელში, რომ იმ სკოლაში მისულიყო, სადაც მუშაობდა. ასე გრძელდებოდა 13 წელი, ვიდრე ჩვენს სოფელში არ გამოცხადდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია. სწორედ ამიტომ ბებომ იტვირთა მე და ჩემი დის განათლების საქმე და აქტიურად გვეხმარებოდა ორივეს (სხვათა შორის ჩემი დაც მასწავლებელი გახდა) სწავლის პროცესში. ბავშვები უზომოდ მიყვარდა და პედიატრობაზე ვოცნებობდი. ამავდროულად ჩემთვის ორი სამაგალითო ადამიანი მასწავლებელი იყო. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ  ექიმობას მასწავლებლის პროფესია ვამჯობინე. ზაფხულის არდადეგებზეც როცა მეგობრებთან ერთად ,,მასწავლებლობანას" ვთამაშობდით, მოსწავლეობა სულ არ მინდოდა, რატომღაც თავი უკვე მასწავლებლის ამპლუაში წარმომედგინა და მაშინვე მეგონა რომ კარგად ვართმევდი თავს. მასწავლებლობამდე წიგნი შევიყვარე... ჩემი სულის საზრდოდ ვაქციე...   მახსოვს უშუქობა...ცივი ზამთრი, სოფელში ჩაბნელებული ფანჯრები და სუსტად მოციმციმე მკრთლი სინათლე სანთლისა, დროდადრო საწვავის ფული თუ გამოჩნდებოდა და მბჟუტავი ლამპა აბრიალდებოდა დიდი სიხარული იყო... საღამოს შეციებულ და წიგნით ხელში ღუმელთან დამჯდარ დედას რომ მივუცუცქდებოდი კითხვით: ,,დედიკო, რა გავაკეთო მეთქი",  დედას პასუხი მუდამ ასეთი იყო: - რასაც მე ვაკეთებ შვილოო, თავზე გადამისვამდა თავის  სიცივისგან გათოშილ  და  ჩემთვის უთბილეს ხელებს. დედა წიგნს კითხულობდა და მეც ვიწყებდი წიგნის კითხვას. როდესაც მეკითხებოდნენ პროფესიას რას ირჩევო, ვჩუმდებოდი და პასუხს ვერ ვამბობდი, ექიმობაც მინდოდა და მასწავლებლობაც, როცა მასწავლებლობა ავირჩიე, დედას ეგონა ქართულის მასწავლებელი გავხდებოდი, რადგან ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, მისდა გასაოცრად ბიოლოგია ავირჩიე და 18 წელია ვასწავლი საგანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ალბათ ექიმობა და მასწავლებლობა გავაერთიანე ჩემს არჩევანში და ბავშვების სიყვარული ჩავაქსოვე ჩემს საოცნებო ,,პედიატრობას".
მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები: აირჩიეთ ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, ამით თქვენ საკუთარ თავს ულევ ბედნიერებას აჩუქებთ! 

Monday, 3 June 2019

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | hostgator reviews